თავში

ინდოეთში "მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური" ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ინდოეთში "მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური" ვაქცინაციის კამპანია დაიწყო
ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ინდოეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ინდოეთის ვაქცინაციის კამპანია ”მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია”.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, რომ ქვეყანა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის. 

პირველ ეტაპზე ვაქცინას სამედიცინო მუშაკები, სამართალდამცავები, სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლები მიიღებენ. შემდგომში კი ვაქცინაცია 50 წელს მიღწეულ პირებს და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს ჩაუტარდებათ. 

ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 3 ათასზე მეტი ვაქცინაციის ცენტრია მოწყობილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system