თავში

ინდოეთში "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

​ინდოეთში "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთში ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაადასტურა. პაციენტი 74 წლის მამაკაცია, რომელიც დასავლეთ რაჯასტანის შტატში დაიღუპა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

”ტექნიკურად, ეს "ომიკრონთან" დაკავშირებული სიკვდილია. ის ხანშიშესული მამაკაცი იყო, დიაბეტით და თანმდევი დაავადებით", - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს მდივანმა ლავ აგარვალმა.

უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ინდოეთში კორონავირუსით 325 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან "ომიკრონით" - მხოლოდ 1.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში COVID-19-ის 90 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 35 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 482 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system