თავში

ინდოეთში თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

​ინდოეთში თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ჯამუსა და ქაშმირში თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამი სამართალდამცავი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NDTV ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა პატრულს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი მიიმალნენ. ძალოვანი ორგანოები ამჟამად მათ დასაკავებლად სპეცოპერაციას ატარებენ.

შეგახსენებთ, 26 ივნისს, ტერორისტები თავს დაესხნენ სამართალდამცავებს, რომლებიც ანანტნაგის ოლქში ტრასაზე პატრულირებას ახორციელებდნენ. თავდასხმას მცირეწლოვანი ბავშვი და ინდოელი პოლიციელი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system