თავში

ინდოეთში ციკლონმა 19 ადამიანი იმსხვერპლა, 90 დაკარგულად ითვლება

​ინდოეთში ციკლონმა 19 ადამიანი იმსხვერპლა, 90 დაკარგულად ითვლება
ინდოეთში ციკლონმა 19 ადამიანი იმსხვერპლა, 90 დაკარგულად ითვლება

ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე ციკლონმა და ძლიერმა წვიმებმა დააზიანა ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო მიწები დააზიანა. სტიქიას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 90 დაკარგულად ითვლება. სინოპტიკოსების ცნობით დღეიდან ქარიშხლის ინტენსივობა უნდა შესუსტდეს, თუმცა მთელ რიგ რეგიონებში ისევ გადაუღებლად წვიმს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ციკლონი "თაუქთაე" ინდოეთის დასავლეთში, გუჯარათის შტატს სანაპიროს თავს 17 მაისს დაატყდა. ქარი 210 კმ-სთ სიჩქარით მოძრაობდა. ქარიშხალმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. 2400 აბონენტი დენის გარეშე დარჩა. დაზიანდა 160 გზა, გრიგალმა 40 000-მდე ხე მოგლიჯა. 200 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაიხურა პორტები და დიდი აეროპორტები.

ქალაქ მუმბაის სანაპიროზე ციკლონმა ბარჟა ჩაძირა, რომელზეც 277 მგზავრი იმყოფებოდა. მაშველებმა 177 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუცა 90-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. კიდევ სამი ბარჟა, რომლებზე 700-მდე ადამიანია, შუა ზღვაშია დარჩენილი და ციკლონის გამო ნაპირზე მიახლოებას ვერ ახერხებს.

მეტეოროლოგიურმა სამსახურის ინფორმაციით უკიდურესად დიდი სიძლიერის ქარიშხალი ოკეანიდან ხმელეთზე გადასვლის შემდეგ შედარებით დაწყნარდა და ძალიან ძლიერი ქარიშხლის კლასიფიკაცია მიენიჭა. უახლოესი საათების განმავლობაში სტიქიის ინტენსივობა კიდევ უფრო უნდა შემცირდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system