თავში

ინდოეთში ავიაკატასტროფით დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა - VIDEO

ინდოეთში ავიაკატასტროფით დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა - VIDEO
ინდოეთში ავიაკატასტროფით დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა - VIDEO

ინდოეთში, კერალას შტატში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. 

BBC-ის ცნობით, Air India Express-ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე 191 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 10 მცირეწლოვანი ბავშვია. 

თვითმფრინავში მყოფი 35 ადამიანი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან ქალაქ კალიკუტის მიმართულებით ასრულებდა, აეროპორტში დაშვებისას საფრენი ბილიკიდან მოსრიალდა და ორ ნაწილად გატყდა. 

რეისი, ინდოეთის მთავრობის დაკვეთით სრულდებოდა, რომლითაც COVID-19-ის კრიზისის დროს საზღვარგარეთ ჩარჩენილი ინდოეთის მოქალაქეები, სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც დაზიანებული თვითმფრინავი და სამაშველო ოპერაციაა ასახული.  

გავრცელებული ინფორმაციით ავიაკატასტროფის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system