თავში

ინდოეთში უამინდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა

​ინდოეთში უამინდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში უამინდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთით ნაწილში, ჰიმაჩალ-პრადეშის, ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიაზე გადაუღებელი წვიმების შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

არსებული ინფორმაციით, დაკარგულთაგან 26 ადამიანი ჯამუსა და ქაშმირის შტატებშია. აქ სტიქიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ცხრა ადამიანი კი ჰიმაჩალ პრადეშში გარდაიცვალა.

27 ივნისის მონაცემებით ინდოეთში მუსონური წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 192-მდე გაიზარდა.

მაჰარაშტრას დასავლეთ რაიონებში მუსონურმა წვიმებმა წყალდიდობა, მეწყერები გამოიწვია. დანგრეულია შენობები. ექსპერტების აზრით, ასეთი ძლიერი წვიმა შტატში ბოლო 40 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system