თავში

ინდოეთში, ზღვაში 78 ადამიანს ეძებენ, რომლებიც ბარჟის ჩაძირვის შემდეგ დაიკარგნენ

ინდოეთში, ზღვაში 78 ადამიანს ეძებენ, რომლებიც ბარჟის
ინდოეთში, ზღვაში 78 ადამიანს ეძებენ, რომლებიც ბარჟის ჩაძირვის შემდეგ დაიკარგნენ

ინდოეთში გემებითა და ვერტმფრენებით ზღვაში 78 ადამიანს ეძებენ, რომლებიც მუმბაიში ბარჟის ჩაძირვის შემდეგ დაიკარგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CTV ავრცელებს.

ქარიშხალი "თაუქთაე" უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი იყო. ქარის სიჩქარე 210 კილომეტრ საათს უტოლდებოდა. რამაც ორი ბარჟის ჩაძირვა გამოიწვია, რომლებიც ნავთობისა და ნატურალური გაზის კორპორაციისთვის მუშაობდნენ.

როგორც მეზღვაურმა ალოკ ანანდმა განაცხადა, 24 საათის განმავლობაში მათ 183 ადამიანი გადაარჩინეს სამი გემითა და ვერტმფრენით. სხვა ოპერაციის დროს, ეკიპაჟის 35 წევრის სიცოცხლე იხსნეს. 

ერთ-ერთი გადარჩენილი ნიუ-დელის ტელევიზიას უყვება, რომ სამაშველო ჟილეტით წყალში გადახტა, ამის შემდეგ კი ის მეზღვაურებმა გადაარჩინეს. 

მომაკვდინებელმა ციკლონმა  გუჯარათისა და მაშარაშტრას რეგიონებში სულ მცირე 25 ადამიანის  სიცოცხლე იმსხვერპლა და 16 000-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system