თავში

ინდონეზიაში კორონავირუსის ბრიტანული შტამი დაფიქსირდა

ინდონეზიაში კორონავირუსის ბრიტანული შტამი დაფიქსირდა
ინდონეზიაში კორონავირუსის ბრიტანული შტამი დაფიქსირდა

ინდონეზიაში კორონავირუსის ბრიტანული შტამი ორ ადამიანში აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"წუხელ მივიღე ინფორმაცია, რომ ინდონეზიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ქვეყანაში COVID-19-ის ბრიტანული შტამი დაფიქსირდა", - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე დასძინა, რომ ინდონეზია შესაძლოა უფრო სერიოზული პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ ტესტი 462 კოვიდინფიცირებულ ინდონეზიელს ჩაუტარდა, მათგან "ბრიტანული" B117 შტამი მხოლოდ ორს დაუფიქსირდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 1,3 მილიონს გადააჭარბა, 1,1 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა და 36,5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system