თავში

ინდონეზიაში თვითიზოლირებულებს "დელტა რობოტი" დაეხმარება

ინდონეზიაში თვითიზოლირებულებს "დელტა რობოტი" დაეხმარება
ინდონეზიაში თვითიზოლირებულებს დელტა რობოტი დაეხმარება

ინდონეზიაში მეცნიერების ჯგუფმა და სოფელ ტემბოკ გედეში მცხოვრებმა ადამიანებმა "დელტა რობოტი" შექმნეს, "Delta Robot", რომელიც თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაეხმარება. ინფორმაციას News18 ავრცელებს.

”ამ ახალი "დელტა" შტამისა და COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის პირობებში გადავწყვიტე, გამოვიყენო ეს რობოტი, როგორც სადეზინფექციო, საკვების მიწოდებისა საშუალება, რათა ის თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროს", - განაცხადა პროექტის მენეჯერმა.

მისი თქმით, "დელტა რობოტი" შექმნილია საყოფაცხოვრებო მოწყობილობებისგან, როგორიცაა ტელევიზორის ეკრანი, ბრინჯსახარში, ქვაბები და ტაფები. მოწყობილობას აქვს ბატარეა, რომელიც ეხმარება მას, 12 საათის განმავლობაში იმუშავოს.

ინდონეზია აზიაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი გახდა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 3,68 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, 108 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system