თავში

ინდონეზიაში ვულკანმა ამოხეთქა

ინდონეზიაში ვულკანმა ამოხეთქა
ინდონეზიაში ვულკანმა ამოხეთქა

ინდონეზიაში ყველაზე აქტიური ვულკანი ისევ საშიშროებას წარმოადგენს. მერაფის მთიდან ცეცხლოვანი ლავა და გაზები კიდევ ერთხელ ამოიფრქვა.

მერაფის მთაზე ლავის ამგვარი (1500 მეტრი) დინება ისტორიაში პირველად დაფიქსირდა და საშიშროება კიდევ უფრო გაიზარდა. ამის შესახებ იოგიაკარტას ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური საშიშროების ცენტრის ხელმძღვანელმა, ჰანიკ ჰუმაიდამ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2000-მდე ადამიანის ევაკუირება მოახდინა ვულკანსაშიშროების გამო, თუმცა მათი უმეტესობა საცხოვრებელს დაუბრუნდა.

ამჯერად, ხელახალი ევაკუაცია არ მომხდარა, თუმცა ადგილობრივებს მიეცათ რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ კრატერს 5 კილომეტრზე ახლოს არავინ მიუახლოვდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system