თავში

ინდონეზიის საზღვაო ფლოტის გაუჩინარების ადგილთან ახლოს ნავთობის ლაქა აღმოაჩინეს

​ინდონეზიის საზღვაო ფლოტის გაუჩინარების ადგილთან
ინდონეზიის საზღვაო ფლოტის გაუჩინარების ადგილთან ახლოს ნავთობის ლაქა აღმოაჩინეს

იმ ადგილთან ახლოს, სადაც ინდონეზიის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა, ნავთობის ლაქა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნა, რომ ლაქა აღმოაჩინეს იმ ადგილას, სადაც წყალქვეშა ნავი იყო განლაგებული, სანამ მან წვრთნების დროს კომუნიკაცია შეწყვიტა. ეს ადგილი ბალიდან ჩრდილოეთით, 96 კილომეტრში მდებარეობს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ წყალქვეშა ნავის ბორტზე სულ მცირე 53 ადამიანი იმყოფება.

დაკარგული წყალქვეშა ნავის მოსაძებნად ინდონეზიამ დახმარება სინგაპურსა და ავსტრალიას უკვე სთხოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system