თავში

ინფლუენსერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ COVID-19 არ არსებობს, ვირუსს ემსხვერპლა

ინფლუენსერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ COVID-19 არ არსებობს
ინფლუენსერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ COVID-19 არ არსებობს, ვირუსს ემსხვერპლა

უკრაინელი დიმიტრი სტუჟუკი, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსით თურქეთში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა, დაავადებას ემსხვერპლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო LAD Bible წერს.

გამოცემის ცნობით, 33 წლის ფიტნეს ინსტრუქტორი ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებოდა და "ინსტაგრამზე" მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. დიმიტრი სწორ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევდა პროპაგანდას.

"ვამტკიცებდი, რომ კორონავირუსი არ არსებობდა, სანამ თავად არ დავინფიცირდი", - წერდა ინფლუენსერი "ინსტაგრამზე".

დიმიტრი კიევის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რვადღიანი მკურნალობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, სახლში გაწერეს, სადაც მკურნალობის კურსი უნდა გაეგრძელებინა. თუმცა, საავადმყოფოს დატოვების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა.

სპორტსმენის ორგანიზმში კორონავირუსის ინფექციამ გულის გართულებები გამოიწვია, რის შედეგადაც ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system