თავში

ინფორმაცია ზელენსკის პარტიის სახელის გადარქმევის შესახებ ტყუილია

​ინფორმაცია ზელენსკის პარტიის სახელის გადარქმევის შესახებ ტყუილია
ინფორმაცია ზელენსკის პარტიის სახელის გადარქმევის შესახებ ტყუილია

ინფორმაცია უკრაინის საპრეზიდენტო პარტიის "ხალხის მსახურის“ სახელის გადარქმევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახენ პოლიტიკური ძალის პრესმდივანმა იულია პალიშჩუკმა განაცხადა.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი აპირებს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავის პარტიას "ხალხის მსახურს" სახელი შეუცვალოს.

"ზელენსკის სურს, საპარლამენტო არჩევნებისთვის "ხალხის მსახურს" სახელწოდება შეუცვალოს. გავრცელებული ცნობით, პარტიას "ზელენსკის პარტია" დაერქმევა, ან რაიმე მსგავსი სახელწოდება პრეზიდენტის გვარის გამოყენებით. და სწორედ ასეთი ბრენდით წავა ის არჩევნებზე", - დაწერა უკრაინულმა მედიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system