თავში

ინგლისის პაბებში ლუდი მთავრდება

​ინგლისის პაბებში ლუდი მთავრდება
ინგლისის პაბებში ლუდი მთავრდება

ინგლისის პაბებში ლუდის მწვავე დეფიციტია. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის თანახმად, დეფიციტი კოროვირუსული პანდემიის ფონზე მომარაგების პრობლემებითაა გამოწვეული.

ქვეყანაში ნაკლები მძღოლია და უბრალოდ არავინ დარჩა, ვინც სასმელს პაბებამდე მიიტანს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი დარტყმა ქსელურ პაბებს მიადგა, რომლებსაც კონტრაქტები მსხვილ ბრენდებთან აქვთ გაფორმებული. ზოგიერთ დაწესებულებაში ლუდი საერთოდ გათავდა.

მუშაობის გაგრძელებას ჯერჯერობით მცირე ზომის რესტორნები ახერხებენ, რადგან ისინი ლუდს ადგილობრივი მწარმოებლებისგან ყიდულობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system