თავში

ინგლისში არქეოლოგებმა უნიკალური ძველი რომაული ქანდაკებები აღმოაჩინეს

​ინგლისში არქეოლოგებმა უნიკალური ძველი რომაული ქანდაკებები აღმოაჩინეს
ინგლისში არქეოლოგებმა უნიკალური ძველი რომაული ქანდაკებები აღმოაჩინეს

ინგლისში, შუა საუკუნეების მიტოვებული ეკლესიის ნანგრევებთან, რომელიც ლონდონიდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს, არქეოლოგებმა სამი რომაული ბიუსტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას Artnet News ავრცელებს.

ორი ქვის ქანდაკება ზრდასრული მამაკაცისა და ქალის სახეებითა და სხეულებით, მესამე კი ბავშვის თავის სახით არის. ყველა მათგანი ადრეული რომაული ქანდაკებისათვის დამახასიათებელია.

ექსპერტები თვლიან, რომ აღმოჩენილი არტეფაქტები, შესაძლოა, იმ პერიოდით თარიღდებოდეს, როდესაც ინგლისი 43-დან 410 წლამდე რომის იმპერიის ნაწილი იყო.

„ქანდაკებები ძალიან კარგად არის შემონახული, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანები, რომლებსაც ისინი განასახიერებენ“, - განაცხადა ამ ადგილის მთავარმა არქეოლოგმა რეიჩელ ვუდმა.

ამავე ადგილზე, მკვლევარებმა ადრე ათას წელზე მეტი ხნის წინანდელი კარგად შემონახული ექვსკუთხა მინის დოქი აღმოაჩინეს, რომელიც, მეცნიერთა აზრით, ასევე რომაულ ეპოქას ეკუთვნის. ნაპოვნი იყო ასევე ფილები, კრემაციის ურნები და მოხატული თაბაშირის ნაჭრები.

აღმოჩენილი ობიექტები შემდგომი გაწმენდისა და კვლევისთვის ლაბორატორიაში გადაიცემა. სად დაბინავდებიან ისინი საბოლოოდ, ჯერჯერობით უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system