თავში

ინგლისში, დაწებებული ჩინური ლარნაკი 267 300 დოლარად გაიყიდა

ინგლისში, დაწებებული ჩინური ლარნაკი 267 300 დოლარად გაიყიდა
ინგლისში, დაწებებული ჩინური ლარნაკი 267 300 დოლარად გაიყიდა

ანტიკვარული ჩინური ლარნაკი, რომელიც შემთხვევით გაანადგურეს და შემდეგ დააწებეს, ინგლისში, დერბიშირში აუქციონზე 267 300 დოლარად გაიყიდა.

ლარნაკის მფლობელმა, ლეისტერშირში მცხოვრებმა წყვილმა განაცხადა, რომ ნივთი 1950-იან წლებში ნადირობის დროს გატყდა. ისინი ნატეხების ერთმანეთზე დაწებებას ცდილობდნენ, თუმცა ლარნაკის ნაპრალებს და წებოს კვალს ვერ მალავდნენ.

ცნობილია, რომ ლარნაკი დამზადდა ცინის დინასტიის, იმპერატორ ციანლონგის დროს, რომელიც იმპერიას 1736 - 1796 წლებში მართავდა.

ანტიკვარული ნივთის შემფასებელს სჯეროდა, რომ ლარნაკი დაზიანების გამო მაქსიმუმ 13 000 დოლარად გაყიდულიყო, თუმცა პროგნოზების მიუხედავად, აუქციონის დროს, ლოტის ფასმა 200 ათასი გირვანქა სტერლინგს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system