თავში

ინგლისში კოქტეილისა და ყურის ჩხირები აიკრძალა

​ინგლისში კოქტეილისა და ყურის ჩხირები აიკრძალა
ინგლისში კოქტეილისა და ყურის ჩხირები აიკრძალა

ინგლისში 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი კოქტეილის პლასტმასის ჩხირების, სასმელების მოსარევი პლასტმასის ჯოხებისა და ყურის პლასტმასის ჩხირების გამოყენების აკრძალვის შესახებ.

ეს გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობამ გარემოს დაცვისა და ოკეანეების ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნარჩენებისგან გასუფთავების მიზნით მიიღო. რეგულაცია ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისს შეეხება. ამ ეტაპზე უცნობია გავრცელდება თუ არა აკრძალვა გაერთიანებული სამეფოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის შოტლანდიაზე, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაზე.

”ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ოკეანე და გარემო მომავალი თაობებისთვის”, - განაცხადა გარემოს, სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჯორჯ იუსტისმა.

ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, გაერთიანებული სამეფო ყოველწლიურად კოქტეილის 4,7 მილიარდ პლასტმასის ჩხირს, 1,8 მილიარდ ბამბის ტამპონსა და სასმელების მოსარევ 316 მილიონ ჯოხს იყენებს. ყველა ეს ნარჩენი, საბოლოო ჯამში, ოკეანეში ხვდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system