თავში

ინგლისში კორონავირუსზე 12 წლიდან აცრიან

​ინგლისში კორონავირუსზე 12 წლიდან აცრიან
ინგლისში კორონავირუსზე 12 წლიდან აცრიან

ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში იქნება შესაძლებელი. რეკომენდაცია ადგილობრივმა ჯანდაცვის მარეგულირებლებმა გასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

"მივიღე „მთავარი სამედიცინო ოფიცრების“ რეკომენდაცია ვაქცინაციის 12 -დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარების შესახებ, რაც ბავშვებს COVID-19-ით დაინფიცირებისგან იცავს, სკოლებში გავრცელებას ამცირებს და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა.

ამასთან, 12 წლის ასაკიდან ვაქცინაციის რეკომენდაცია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაფართოვდება, მიუხედავად იმისა, რომ

შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას საკუთარი ჯანდაცვის პოლიტიკა აქვთ.

ამ დრომდე ბრიტანეთში კოორნავირუსზე 12-დან 15 წლამდე ასაკის მხოლოდ რისკჯგუფის ბავშვებს ცრიდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system