თავში

Instagram 13 წლამდე ბავშვებისთვის ცალკე ვერსიას შექმნის

​Instagram 13 წლამდე ბავშვებისთვის ცალკე ვერსიას შექმნის
Instagram 13 წლამდე ბავშვებისთვის ცალკე ვერსიას შექმნის

Instagram Facebook 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელის სპეციალური ვერსიის შექმნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill ავრცელებს.

”სულ უფრო ხშირად, ბავშვები ეკითხებიან მშობლებს, შეუძლიათ თუ არა შეუერთდნენ აპლიკაციებს, რომლებიც მათ თანატოლებთან ურთიერთობაში ეხმარება. ახლა ბევრი ვარიანტი არ არის, ამიტომ ვმუშაობთ დამატებითი პროდუქტების შესაქმნელად, რომელთა გამოყენებასაც ბავშვები მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებენ”, - განაცხადა Facebook–ის წარმომადგენელმა.

ამასთან, როგორც Instagram თავის ბლოგზე წერს, ”ჩვენ ვავითარებთ ხელოვნური ინტელექტისა ტექნოლოგიებს, რაც დაგვეხმარება, თინეიჯერების უსაფრთხოება შევინარჩუნოთ".

კერძოდ, ახალი ფუნქციები ითვალისწინებს მოზარდსა და მისთვის უცნობ ადამიანს შორის პირდაპირი კომუნიკაციის შეზღუდვას, რათა უცხოებს მათი მოძებნა და თვალთვალი არ შეეძლოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system