თავში

Instagram-ი შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს ავტომატურად დაბლოკავს

Instagram-ი შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს ავტომატურად დაბლოკავს
Instagram-ი შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს ავტომატურად დაბლოკავს

Instagram-ი დაცვის ახალ მეთოდს ნერგავს, რომელიც მომხმარებლებს შეურაცხმყოფელი მოსაუბრეებისგან დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას Indepedent ავრცელებს. 

"წარმოგიდენთ ახალ ინსტრუმენტს, რომელიც ჩართვის შემდეტ ავტომატურად გაფილტრავს წერილებს, რომლებიც შეიცავს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ფრაზებს და "ემოჯებს". ეს ინსტრუმენტი ორიენტირებულია "მესიჯების მოთხოვნების" განყოფილებაზე, რადგან სწორედ ესაა ის ადგილი, სადაც ადამიანები ხშირად აწყდებიან ამგვარ შეტყობინებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი მეთოდი კომენტარების გაფილტვრის ანალოგიურად იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები შეძლებენ სურვილისამებრ ჩართონ, ან გამორთონ ფუნქცია. 

დაცვის ახალი სისტემა გლობალურად ხელმისაწვდომი ჯერ-ჯერობით არაა. Instagram-მა პირობა დადო, რომ დაბლოკილი შეტყობინებები მხოლოდ მომხმარებლის მოწყობილობაში დარჩება და სერვერებზე არ გაიგზავნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system