თავში

Instagram კიდევ ერთ ახალ ფუნქციას ამატებს

​Instagram კიდევ ერთ ახალ ფუნქციას ამატებს
Instagram კიდევ ერთ ახალ ფუნქციას ამატებს

Instagram-ის აპლიკაციაში ამიერიდან ყველა მომხმარებელი, ანგარიშის სტატუსის მიუხედავად, "სთორის-ში" ჰიპერბმულების განთავსებას შეძლებს. ინფორმაცია Instagram-ის ოფიციალური ბლოგში გამოქვეყნდა.

"როდესაც ჩვენ პირველად შემოვიღეთ ჰიპერბმულები "სთორის-ში", ფუნქციამხოლოდ ვერიფიკაციის მქონე ანგარიშებით შემოიფარგლებოდა, ან ანგარიშებით გარკვეული რაოდენობის გამომწერებით. ჩვენ მოვისმინეთ დანარჩენი საზოგადოებისგან, რომ მათაც სურთ, გაუზიარონ მეგობრებსა და ოჯახს ის, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ასე რომ, ახლა წვდომას ჰიპერბმულების ფუნქციაზე ყველას ვაძლევთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Instagram არის აპლიკაცია სოციალური ქსელის ელემენტებით ფოტოების, სურათების და ვიდეოების განთავსებისა და შეფასებისთვის. 2012 წლიდან ის ამერიკულ კომპანია Facebook-ს ეკუთვნის. 2020 წელს სოციალური მედიის ქსელის აპლიკაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system