თავში

ინტერნეტით სექსუალური ძალადობის ქსელის ლიდერს 40 წელი მიუსაჯეს

ინტერნეტით სექსუალური ძალადობის ქსელის ლიდერს 40 წელი მიუსაჯეს
ინტერნეტით სექსუალური ძალადობის ქსელის ლიდერს 40 წელი მიუსაჯეს

სამხრეთ კორეაში ინტერნეტში სექსუალური ძალადობის ქსელი გამოავლინეს, რომელსაც 25 წლის ჩო ჟუ-ბინ ხელმძღვანელობდა.  ინფორმაციას  BBC  ავრცელებს.

 ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ სამართალდამცავებმა 124 ეჭვმიტანილი და დანაშაულებრივი ქსელის 18 ოპერატორი დააკავეს. ჩო ჟუ-ბინს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურატურა სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.

ჩო ჟუ-ბინი ახალგაზრდა გოგონებს, მათ შორის არასრულწლოვანებს, ინტერნეტის ჩატში მოტყუებით ითრევდა, შემდეგ მათ აშანტაჟებდა და სექსუალური ვიდეოების გადაღებას და ინტერნეტში განთავსებას აიძულებდა. შემდეგ ამ ვიდეოებს დახურულ ფასიან გვერდებზე აქვეყნებდა, სადაც თითო შესვლა საშუალოდ 1200 $ ღირდა. დახურულ გვერდებს 10 000-მდე მომხმარებელი ჰყავდა.

სექსუალური ძალადობა დაახლოებით 74 გოგონაზე განხორციელდა, რომელთაგან 16 არასრულწლოვანი იყო. საქმეს სამხრეთ კორეაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system