თავში

ინვესტორების შეცდომაში შეყვანისთვის Twitter 810 მილიონ დოლარს გადაიხდის

​ინვესტორების შეცდომაში შეყვანისთვის Twitter 810 მილიონ დოლარს გადაი
ინვესტორების შეცდომაში შეყვანისთვის Twitter 810 მილიონ დოლარს გადაიხდის

Twitter–მა მიაღწია შეთანხმებას აქციონერთა ჯგუფთან, რომლებმაც მის წინააღმდეგ სარჩელი 2016 წელს შეიტანეს. ინფორმაციას MarketWatch ავრცელებს.

კომპანია აქციონერებს 809.5 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის.

მიკრობლოგის სერვისს ორი ინდიკატორის შესახებ ინვესტორების შეცდომაში შეყვანა ედებოდა ბრალად: ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა და სერვისში შემოსული მომხმარებლების სიხშირე.

თავად კომპანია ამ ბრალდებას არ აღიარებს.

Twitter თანხას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გადაიხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system