თავში

ირანი, აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ნავთობის მოპოვებას გაზრდის

ირანი, აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ნავთობის მოპოვებას გაზრდის
ირანი, აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ნავთობის მოპოვებას გაზრდის

ირანი, მიუხედავად ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებისა, მზადაა ნავთობის ინდუსტრია განავითაროს და ნავთობის მოპოვება გაზარდოს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა, ბიჯან ზანგანემ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა. 

”ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები იმგვარად, რომ საჭიროებისამებრ სრული ძალისხმევით შევიდეთ ბაზარზე", - განაცხადა ბიჯან ზანგანემ.

Reuters-ის ცნობით, საუბარია ირანული ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და კომპანია Persia Oil & Gas-ს შორის 294 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებაზე. ხელშეკრულების მიზანია 39,5 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოება სამხრეთ–დასავლეთ ირანის ტერიტორიაზე.

აშშ-ის სანქციების დაწესების შემდეგ, რაც თან ახლდა 2018 წელს  ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლას, აშშ-მა ირანს სანქციები დაუწესა, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის შემცირებასაც მოიცავს, დღეში 100,000-დან 200,000 ბარელამდე. აშშ-ის სანქციების შემდგომ, ისლამური რესპუბლიკის მიერ ნავთობპროდუქტების  წარმოება დაახლოებით ორჯერ შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system