თავში

ირანი კანადის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

​ირანი კანადის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ირანი კანადის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ირანი, გასულ წელს თეირანთან ახლოს ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის საქმეზე კანადის სასამართლოს გადაწყვეტილებას დღესვე უპასუხა. თეირანის განცხადებით, კანადის სასამართლოს ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანის იურიდიული უფლება არ ჰქონდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ამასთანავე, თეირანმა გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა, რადგან ის თვითმხილველების ჩვენებებს არ ეყრდნობა.

საქმესთან დაკავშირებით კანადაში მეორე სასამართლოც უნდა გაიმართოს, რომლიც ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობას განსაზღვრავს. ირანის მხრიდან პროცესში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში, მის სახელმწიფო ქონებას ყადაღა დაედება.

უცხო ქვეყნები, როგორც წესი არ ექვემდებარებიან კანადის სასამართლოების იურისდიქციას, მაგრამ კანადამ ეს იმუნიტეტი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში ტერორიზმის მომხრეებად მოიაზრებიან, 2012 წელს გააუქმა. ამ ქვეყნების ჩამონათვალში ირანიც შედის.

კანადის ონტარიოს სასამართლომ 2020 წლის 8 იანვარს უკრაინული PS 752 ის ჩამოგდება, რომელსაც 176 ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტულ აქტად შეაფასა. ირანული მხარე აცხადებს, კატასტროფა თავდაცვის სისტემების შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც სამგზავრო თვითმფრინავი "მტრის ობიექტად" აღიქვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system