თავში

ირანი უკრაინული ავიახაზებისთვის კომპენსაციის გადახდას არ აპირებს

​ირანი უკრაინული ავიახაზებისთვის კომპენსაციის გადახდას არ აპირებს
ირანი უკრაინული ავიახაზებისთვის კომპენსაციის გადახდას არ აპირებს

ირანი, იანვარში ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისთვის კომპენსაციის გადახდას არ აპირებს. თეირანი აცხადებს, რომ საჰაერო ხომალდი ევროპული კომპანიის მიერ იყო დაზღვეული და კომპენსაციაც მან უნდა გადაიხადოს.

რაც შეეხება დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციას, ირანულ მხარეს ამ საკითხზე არ უსაუბრია. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ თეირანის მიერ შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა დაბალია და ის ოფიციალურ კიევს არ აკმაყოფილებს. კომპენსაციის საკითხზე მორიგი მოლაპარაკებები ოქტომბერშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ირანის 82 მოქალაქე იყო.

ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჰასან როჰანიმ ამ ფაქტს კატასტროფული შეცდომა უწოდა და ღრმა მწუხარება გამოთქვა. აღნიშნულ ფაქტს ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system