თავში

ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება - ბორელი

ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება - ბორელი
ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება - ბორელი

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში სერიოზული პროგრესი შეინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა Twitter-ის გვერდზე განაცხადა. 

ბორელის თქმით, ეს მიღწევა მხარეებს პოლიტიკური შეთანხმების სწორი მიმართულებით წარმართვის საშუალებას მისცემს. ევროპული მხარი მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების აღდგენასა და ამ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების უზრუნველყოფას ცდილობს. ირანისა და აშშ-ის დელეგაცია ერთმანეთს პირისპირ არ ხვდება. ისინი ინფორმაციებს ევროკავშირის შუამავლობის ცვლიან. ბორელის გაცხადებით, ერთობლივი კომისია მომდევნო კვირაში შეიკრიბება.

ბორელმა ასევე მომდევნო კვირაში ერთობლივი კომისიის შეხვედრა დააანონსა და განაცხადა, რომ ისინი როგორც ირანულ, ისე ამერიკულ მხარესთან მუშაობას გააძლიერებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა პოზიტიურად შეაფასა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის რეალიზაციასთან დაკაშირებული ვენის მოლაპარაკებები, თუმცა აღნიშნა, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასავლელი.

ირანმა 14 აპრილს ურანის 60 %-მდე გამდიდრებისა და ნათანზის ბირთვულ სადგურზე ათასი თანამედროვე ცენტრიფუგის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც მათი განცხადებით, ისრაელმა ნათანზის მთავარ ატომურ ობიექტზე შეტევა განახორციელა. ირანის პრეზიდენტის თქმით, ნათანზის ატომურ ობიექტზე შეტევა ვენის მოლაპარაკებებზე სერიოზულად აისახება. ამ ინციდენტის ფონზე ვენის მოლაპარაკებები დაძაბულად მიმდინარეობს. მხარეებმა უნდა განსაზღვრონ სანქციების ჩამონათვალი, რომელთა მოხსნაც ამერიკის მხრიდან შესაძლებელი იქნება. ირანი შეთანხმების განახლების წინაპირობად ყველანაირი სანქციების გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებების ჩაშლით იმუქრება.

ირანმა ხელშეკრულების უხეშად დარღვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წელს აშშ ამ შეთანხმებიდან გავიდა და ისლამურ სახელმწიფოს მკაცრი სანქციები დაუწესა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system