თავში

ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაძაბულობის ფონზე განახლდება

ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაძაბულობის ფონზე განახლდება
ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაძაბულობის ფონზე განახლდება

ირანი და მსოფლიო ლიდერები დღეს ვენაში 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის საკითხებზე იმსჯელებენ. ურანის 60%მდე გამდიდრებასთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილების შემდეგ მოლაპარაკებები დაძაბულობის ფონზე განახლდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ირანს დღესვე შეეძლო ურანის 90%-მდე გამდიდრება, მაგრამ ჩვენ არ მივისწრაფვით ატომური იარაღი წარმოებისკენ. თუ მხარეები დაუბრუნდებიან ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შესრულებას, ჩვენ შევწყვეტთ ურანის 60%-მდე და 20%-მდეც გამდიდრებას და მას 3,67%-ზე ზევით არ გავამდიდრებთ",- განაცხადა დღეს ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ.

ირანმა 14 აპრილს ურანის 60 %-მდე გამდიდრებისა და ნათანზის ბირთვულ სადგურზე ათასი თანამედროვე ცენტრიფუგის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც მათი განცხადებით, ისრაელმა ნათანზის მთავარ ატომურ ობიექტზე შეტევა განახორციელა. ირანის პრეზიდენტის თქმით, ნათანზის ატომურ ობიექტზე შეტევა ვენის მოლაპარაკებებზე სერიოზულად აისახება.

გასულ კვირაში ირანმა აშშ-სთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. დიალოგი ევროპელი მომლაპარაკებლების მეშვეობით ორ სხვა და სხვა სასტუმროში მიმდინარეობდა. მხარეებმა უნდა განსაზღვრონ სანქციების ჩამონათვალი, რომელთა მოხსნაც ამერიკის მხრიდან შესაძლებელი იქნება. ირანი შეთანხმების განახლების წინაპირობად ყველანაირი სანქციების გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებების ჩაშლით იმუქრება.

ირანმა ხელშეკრულების უხეშად დარღვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წელს აშშ ამ შეთანხმებიდან გავიდა და ისლამურ სახელმწიფოს მკაცრი სანქციები დაუწესა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system