თავში

ირანმა ბირთვული ობიექტის ინციდენტი ტერორისტულ აქტად შეაფასა

ირანმა ბირთვული ობიექტის ინციდენტი ტერორისტულ აქტად შეაფასა
ირანმა ბირთვული ობიექტის ინციდენტი ტერორისტულ აქტად შეაფასა

ირანის ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ინციდენტი "ბირთვული ტერორიზმია", - საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ვიცე-პრემიერმა ალი აკბარ სალეჰმა განაცხადა. 

”ირანი გმობს ამ საშინელ მოქმედებას და ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება და IAEA  ამ ბირთვულ ტერორიზმს უნდა დაუპირისპირდნენ”, - განაცხადა სალეჰმა.

მისივე თქმით, თეირანი შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ვიცე პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა თუ ვინ დგას ამ "თავდასხმის" უკან.

შეგახსენებთ, დღეს ირანის ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ელექტრომამარაგების ინციდენტი მოხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system