თავში

ირანმა ბირთვული შეთანხმების დარღვევის გადაწყვეტილება მიიღო

ირანმა ბირთვული შეთანხმების დარღვევის გადაწყვეტილება მიიღო
ირანმა ბირთვული შეთანხმების დარღვევის გადაწყვეტილება მიიღო

ირანის მთავრობის სხდომა დასრულდა. ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უარი თქვან ბირთვული შეთანხმების შესრულებაზე. მთავრობის განცხადების მიხედვით, ისინი გააგრძელებენ ურანის გამდიდრებას და ლიმიტებს საკუთარ თავს თავად დაუწესებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს. 

"ირანი ლიმიტებს საკუთარი ტექნიკური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე დააწესებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ბირთვულ სააგენტოებთან და დავუბრუნდებით JCPOA-ს ლიმიტებს მას შემდეგ, რაც ქვეყნის მიმართ ყველა სანქცია იქნება მოხსნილი", - ნათქვამია ირანის მთავრობის კაბინეტის განცხადებაში. 

ბირთვული შეთანხმების საფუძველზე, ხელმომწერ ქვეყნებს განსაზღვრული ჰქონდათ ურანის გამდიდრების, მისი პროცენტულობისა და რაოდენობის, ასევე კვლევისა და განვითარების ლიმიტები, რაც ბირთვულ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system