თავში

ირანს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება

​ირანს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება
ირანს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება

ირანის სამხრეთ ნაწილისკენ ძლიერი ქარიშხალი მოძრაობს. ამის შესახებ ქვეყნის პორტების დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურისა და საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ნადერ პასანდემ განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ქარიშხალი ირანის სანაპიროზე 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდეა მოსალოდნელი.

"მოსალოდნელია შვიდ მეტრზე მეტი ტალღები. ეს პორტებში გემებს, აღჭურვილობას და ტვირთებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ამიტომაც მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩვენი გაფრთხილება გაითვალისწინოს. ქარიშხალი 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system