თავში

ირანში ავსტრალიელი ბლოგერები დრონით გადაღებისთვის დააკავეს 

ირანში ავსტრალიელი ბლოგერები დრონით გადაღებისთვის დააკავეს 
ირანში ავსტრალიელი ბლოგერები დრონით გადაღებისთვის დააკავეს 

ავსტრალია ირანისგან სამი ავსტრალიელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი ირანისგან სამი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ჩართულია პროცესში და ირანზე ზეწოლისთვის საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონსულტაციები იმართება.

ორი ავსტრალიელი ბლოგერი ირანში 10 კვირის წინ დააკავეს. ირანული მხარის თქმით, ხედებს დრონით "ნებართვის გარეშე" იღებდნენ.

წყვილი, რომელსაც YouTube-ზე საკუთარი არხი აქვს, ავსტრალიიდან აზიაში მოგზაურობდა და ირანის გავლით თურქეთში გეგმავდა მოხვედრას.

თეგერანის ციხეში კიდევ ერთი ავსტრალიელი ქალი იმყოფება. მეცნიერი, რომელიც ავსტრალიის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, რამდენიმე თვის წინ დააკავეს. ქალის თქმით, დაპატიმრების მიზეზი მისთვის დღემდე უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system