თავში

ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით პარასკევის ლოცვა გაუქმდა

​ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით პარასკევის ლოცვა გაუქმდა
ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით პარასკევის ლოცვა გაუქმდა

ირანში, კორონავირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პარასკევის ლოცვა გაუქმდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა, კორონავირუსთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემების გამოცხადებისას, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. 

ვირუსს ფრთები არა აქვს და არ დაფრინავს, ჩვენ თვითონ გადავცემთ მას ერთმანეთს“, - განაცხადა მან.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ დღეს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანა პრობლემას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაუმკლავდეს.

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ოფიციალური ინფორმაციით, 2922-ს აღწევს, გარდაცვლილია 92 ადამიანი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი. ექსპერტები შიშობენ, რომ რეალური ციფრები, შესაძლოა, გაცილებით მეტია და ხელისუფლება მათ არ ახმაურებს.

მანმადე, საუდის არაბეთმა ქვეყანაში, დროებით, მორწმუნეების შეშვება აკრძალა. ეს გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის აუცილებლობით ახსნა. ქვეყანამ ასევე დროებით აკრძალა, იმ ქვეყნებიდან ტურისტების მიღება, სადაც კორონავირუსის აფეთქებაა.

საუდის არაბეთში ასევე შეზღუდულია სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში შემავალი ქვეყნების მოქალაქეების შესვლა და გასვლა. ერ-რიადის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში ვირუსი არ გავრცელდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system