თავში

ირანში საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი სიკვდილით დასაჯეს

ირანში საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი სიკვდილით დასაჯეს
ირანში საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი სიკვდილით დასაჯეს

ირანში  საინფორმაციო სააგენტო Amad News-ის ხელმძღვანელი რუჰოლა ზამა სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Tasnim იუწყება.

გამოცემის ცნობით, რუჰოლა ზამა 12 დეკემბერს ჩამოახრჩვეს.

2017-2018 წლებში ზამა აქტიურად მონაწილეობდა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებაში, ხოლო მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საფრანგეთში მდებარეობდა.

რუჰოლა ზამა 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს. დაზვერვა ჟურნალისტს მრავალი წლის განმავლობაში უთვალთვალებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზამა საგარეო დაზვერვის სამსახურებთან თანამშრომლობდა და ქვეყანაში არეულობის გამოწვევა სურდა.

მიმდინარე წლის ივნისის თვეში ახალი ამბების პორტალ Amad News-ის ხელმძღვანელს, რუჰოლა ზამას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system