თავში

ირანში საკუთარი ვაქცინა ადამიანებზე გამოსცადეს

​ირანში საკუთარი ვაქცინა ადამიანებზე გამოსცადეს
ირანში საკუთარი ვაქცინა ადამიანებზე გამოსცადეს

ირანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო, საკუთარი წარმოების ვაქცინა "ფაჰრა" წარმატებით გამოსცადეს ადამიანებზე. ვაქცინას შარშან გარდაცვლილი, ირანელი ფიზიკოსის, მოჰსენ ფაჰრიზადეს სახელი უწოდეს. პრეპარატის ტესტირების მოხალისედ მისი შვილი გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო IRNA ავრცელებს.

ირანის თავდაცვის სამინისტროს კვლევით ცენტრში შემუშავებული პრეპარატის პირველი კლინიკური ცდები მარტში დაიწყო.

ირანი კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე საკუთარ ვაქცინაზე მუშაობს. აპრილის ბოლოს პრეპარატ COV Iran Barakat-ის ცდების მესამე, ფინალური ფაზა დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system