თავში

ირლანდიის ჯანდაცვაზე კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა

ირლანდიის ჯანდაცვაზე კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა
ირლანდიის ჯანდაცვაზე კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა

ირლანდიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე კიბერშეტევა რუსულმა კიბერდანაშაულებრივმა დაჯგუფებამ Wizard Spider-მა განხორციელდა, რომელიც პეტერბურგში მდებარეობს.

მთავრობის განცხადებით, ჰაკერებმა გარკვეული დროის შემდეგ მათ კროდირებული ფაილების გახსნისთვის გასაღები შესთავაზეს. ეს საავადმყოფოებს პაციენტების ჩანაწერებთან წვდომის საშუალებას მისცემს.

ირლანდიის მთავრობის გაცხადებით, მათ გამოსასყიდი არ გადაუხდიათ. შესაბამისად ჯერ კიდევ გარკვეული დრო იქნება საჭირო ყველა ციფრულ დოკუმეტსა და პაციენტების მონაცემებთან სრული წვდომის აღსადგენად.

ირლანდიის ჯანდაცვის სისიტემაში აცხადებენ, რომ კიბერდააშაულთან ბრძოლის განყოფილება კოდების მოხსნის გასაღებს ვირტუალურ გარემოში ტესტავს, რომ დაადგინოს, რამდენად მუშაობს ის და რაიმე დამატებით დაფარულ პროგრამებს ხომ არ შეიცავს.

ირლანდიის მთავრობა შიშობს, რომ მოპარული მონაცემები ჰაკერებმა, შესაძლოა, სხვა დანაშაულებრივ ჯგუფებს გადასცენ., რაც მომავალში შანტაჟისა და გამოძალვის საფუძველი გახდება.

ირლანდიის ჯანდაცვის სისტემაზე სერიოზული კიბერშეტევა 14 მაისს განხორციელდა. მონაცემების პროგრამა-გამომძალველისგან დაცვის მიზნით, მთელი ინტერნეტსისტემა დროებით გათიშეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system