თავში

გებრეისუსი ჯანმო-ს ხელმძღვანელობას მეორე ვადით აპირებს

​გებრეისუსი ჯანმო-ს ხელმძღვანელობას მეორე ვადით აპირებს
გებრეისუსი ჯანმო-ს ხელმძღვანელობას მეორე ვადით აპირებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე მეორე ხუთწლიანი ვადით კენჭისყრას აპირებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეყოლება თუ არა კიდევ სხვა კანდიდატი ხელმძღვანელის პოსტზე.

გებრეისუსის სახელი ცნობილი 2019 წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ ვუჰანში კორონავირუსის აფეთქებისა და მისი მსოფლიო პანდემიად გადაქცევის შემდეგ გახდა. იგი პირველი აფრიკელია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. ჯანმო-ს ხელმძღვანელის პოსტი მან 2017 წელს დაიკავა. გებრეისუსი წარმოშობით ეთიოპიელი. კენჭისყრაში მისი მეორე ვადით გამარჯვებაში აფრიკის ქვეყნების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუცა ექსპერტები ეჭვობენ, რომ ეთიოპიამ მის კანდიდატურას მეორე ვადით მხარი დაუჭიროს. 

ეთიოპიაში გებრეისუსი მიმდინარე წლის ნოემბერში ტიგრაის რეგიონის მმართველი პარტიისთვის, რომლებიც ფედერალურ ძალებს ებრძვიან, პოლიტიკური მხარდაჭერისა და იარაღის შეძენის მცდელობაში დაადანაშაულეს. გებრეისუსი კონფლიქტში რომელიმე მხარის მხარდაჭერასა და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.

კიდევ ერთი ბრალდება გებრეისუსის წინააღდეგ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას ჰქონდა. მათ გებრეისუსი და ჯანმო კორონაპანდემიის ფონზე ჩინეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და აშშ-მა ორგანიზაცია დატოვა. ხელისუფლებაში ჯო ბაიდენის მოსვლის შმდეგ ვაშინგტონმა შტატების ჯანმო-ში დაბრუნების შესახებ განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზებს იძიებენ. 30 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვირუსი, სავარაუდოდ ღამურებისგან გავრცელდა და მისი ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტი ნაკლებსავარაუდოა. დოკუმენტი ჯერჯერობით დახურულია და გასაჯაროებას არ ექვემდებარება. გებრეისუსის თქმით ლაბორატორიის საკითხი დამატებით კვლევებსა და გამოძიებას საჭიროებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system