თავში

"ის ჩემი მეგობარი იყო... ოჯახი შოკშია" - ალეკ ბოლდუინის ინტერვიუ

"ის ჩემი მეგობარი იყო... ოჯახი შოკშია" - ალეკ ბოლდუინის ინტერვიუ
ის ჩემი მეგობარი იყო... ოჯახი შოკშია - ალეკ ბოლდუინის ინტერვიუ

СNN ავრცელებს მსახიობ ალეკ ბოლდუინის საუბარს პაპარაცთან, რომელმაც მას შეკითხვები გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგედიაზე დაუსვა. 

ბოლდუინმა ავტომობილი გააჩერა, როდესაც ვერმონტში გადაადგილებისას პაპარაცები აედევნენ.

"როდესაც თქვენ დაგვედევნეთ, მე მანქანა გავაჩერე, რადგან შიგნით ჩემი შვილი ზის და ტირის იმის გამო რომ მოგვდევთ. მიმდინარე გამოძიების გამო, უფლება არ მაქვს რაიმე კომენტარი გავაკეთო საქმის შესახებ, რამდენჯერმე გამაფრთხილეს, რომ დეტალებზე არ მესაუბრა. მიმდინარეობს მკვლელობის გამოძიება და ადამიანი რომელიც მოკვდა, ჩემი მეგობარი იყო. იმ დღეს, როდესაც სანტა ფეში გადაღებების დასაწყებად ჩავედი, რეჟისორ ჯოელთან სადილზე დავპატიჟე. ჩვენ ძალიან კარგად კოორდინირებული გუნდი ვიყავით. ერთად ვიღებდით ფილმს და შემდეგ ეს საშინელება მოხდა.  გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევები პერიოდულად ხდება, მაგრამ არა ასეთი. ეს არის ტრილიონში ერთი შემთხვევა. თუ გახსოვთ რამდენი ტყვია იქნა გასროლილი ბოლო 75 წლის განმავლობაში ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში? მილიარდები და თითქმის ყველა რაიმე შედეგის გარეშე. მე შევხვდი ჰოლინას ქმარს მეთიუს და ვისაუბრეთ მომხდარზე. მისი ოჯახი შოკშია, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია. მჭიდროდ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და დატრიალებული უბედურების შემდეგ, მომხრე ვარ იარაღზე დაწესდეს მკაცრი რეგულაციები, მათ შორის გადასაღებ მოედანზე. “, - განაცხადა ალეკ ბოლდუინმა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system