თავში

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აუდიომიმართვა გაავრცელა

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აუდიომიმართვა გაავრცელა
ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აუდიომიმართვა გაავრცელა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა ახალი აუდიომიმართვა გაავრცელა, სადაც ექსტრემისტებს მოუწოდებს, მომხრეებისა და ქალების ციხეებიდან და ბანაკებიდან გასათავისუფლებლად ყველა ზომას მიმართონ.

აუდიოჩანაწერს, რომელიც, სავარაუდოდ, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ეკუთვნის, ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი მედია-ქვედანაყოფები ავრცელებენ.

გარდა ამისა, ის ჯიჰადისტებს წინააღმდეგობის გაწევისა და 5 წლის განმავლობაში ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ექსტრემისტთა ლიდერის თქმით, ერაყსა და სირიის გარდა ტერორისტები საკუთარ ქსელებს ავღანეთში, იემენში, სომალიში, ტუნისსა და ლიბიაში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. 

ბოლოს ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ვიდეოკადრები აპრილში გაავრცელა. ჩანაწერში ის აცხადებდა, რომ ბრძოლა ბაღუზისთვის დასრულებული არ იყო. ბაღუზი სირიაში„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი დასახლება იყო. სოფელი ტერორისტული დაჯგუფებისგან მარტის ბოლოს გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system