თავში

ისლანდიაში მოქმედი ვულკანი აუქციონზე იყიდება

ისლანდიაში მოქმედი ვულკანი აუქციონზე იყიდება
ისლანდიაში მოქმედი ვულკანი აუქციონზე იყიდება

ისლანდიელების ოჯახი, რომელიც იმ მიწას ფლობს, სადაც მოქმედი ვულკანი ფაგრადალსფიალი მდებარეობს, აუქციონს მართავს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

ვულკანი, რომლის ბოლო აქტივობაც მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა, ონლაინ აუქციონზე გაიყიდება. 

მიწის ამჟამინდელი მფლობელი, ანა თორდი აცხადებს, რომ ვულკანის შესყიდვის შესახებ უკვე ორი შემოთავაზება მიიღო. მას და მის ოჯახს აღნიშნული მიწა რამდენიმე თაობის განმავლობაში ეკუთვნოდა. მისი თქმით, ვულკანის გაყიდვის იდეა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაჩნდა. 

მიწის მესაკუთრეები ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, რათა ვულკანის მახლობლად ტურისტების თავისუფალი წვდომა უზრუნველყონ.

ხოლო, ხელისუფლება მზადაა, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ ობიექტად გადაქცევის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 560 000 აშშ დოლარზე მეტი გამოყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system