თავში

ისლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ისლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს ისლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება

არჩევნებში მონაწილეობას იღებს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი, რომელსაც წინასწარი პროგნოზით ხმების 90%-ის მიღებასა და თანამდებობის კიდევ 4 წლით შენარჩუნებას უწინასწარმეტყველებენ. იოჰანესონი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება.

საარჩევნო უბნები დღეს დილის 11 საათზე გაიხსნა.

იოჰანესონის მთავარ მეტოქედ გუდმუნდურ ფრანკლინ იონსონი მოიაზრება, რომელიც კანდიდატია მემარჯვენე ძალებიდან.

ისლანდიაში პრეზიდენტი ასრულებს ძირითადად წარმომადგენლის ფუნქციებს, თუმცა მას ვეტოს დადებისა და რეფერენდუმის მოწვევის უფლება აქვს.

ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system