თავში

ისრაელი აპრილისთვის ჩვილების კოვიდ-ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს

​ისრაელი აპრილისთვის ჩვილების კოვიდ-ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს
ისრაელი აპრილისთვის ჩვილების კოვიდ-ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს

ისრაელი 6 თვის ზემოთ ასაკის ჩვილებისთვის ვაქცინების დანერგვას აპრილისთვის გეგმავს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

"ახლა ისრაელში ვაქცინები ხუთი წლიდან ყველა ასაკისთვის არის ხელმისაწვდომი. მჯერა, რომ აპრილისთვის ვაქცინაცია ექვს თვის ასაკიდან ზემოთაც გაფართოვდება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორმა, აშერ შალმონმა.

ამჟამად კომპანია Pfizer კლინიკურ კვლევებს ატარებს, რათა ვაქცინაციისთვის ნებადართული ასაკი ხუთი წლიდან ექვს თვემდე შემცირდეს. გასულ თვეში ფარმაცევტულმა გიგანტმა განაცხადა, რომ ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ბავშვებში ჩატარებული ცდების დროს "ვაქცინამ უსაფრთხოების ხელსაყრელი პროფილი" აჩვენა.

კომპანია ახლა 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სამი მინი-დოზის შეყვანის სქემას ამოწმებს, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ორი რეგულარული დოზის მიცემა ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ძლიერ რეაქციას იწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system