თავში

ისრაელი აცრილ მოქალაქეებზე "მწვანე პასპორტებს" გასცემს

ისრაელი აცრილ მოქალაქეებზე "მწვანე პასპორტებს" გასცემს
ისრაელი აცრილ მოქალაქეებზე მწვანე პასპორტებს გასცემს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ისრაელში სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. 9 მილიონიან სახელმწიფოში, რომელმაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 1 თვის წინ მიიღო, მოსახლეობის 20% უკვე აცრილია. 60 წელს ზევით მყოფი მოქალაქეების 72%-მა კი უკვე გაიკეთა აცრის პირველი დოზა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მარტის შუა რიცხვებისთვის 5,2 მილიონი მოქალაქე უკვე აცრილი უნდა იყოს. ვაქცინაციის პარალელურად ისრაელში ეგრეთ წოდებული "მწვანე პასპორტები" უნდა შემოიღონ, სადაც ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია იქნება მითითებული. კოვიდიმუნური მოწმობა ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ გაიცემა. ის მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და გარეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს და მოგზაურობისას ტესტირების, იზოლაციისა და კარანტინის აუცილებლობისგან ათავისუფლებს. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებმა ნიღაბი მაინც უნდა ატარონ, დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია და თავი შეიკავონ თავყრილობებისგან. ეგრეთ წოდებული "მწვანე პასპორტი" ძალაში გაცემიდან 7 დღეში შედის.

პირველი შემსუბუქება ისრაელში 21 იანვრიდან იგეგმება. ქვეყანაში ელოდებიან, რომ ვაქცინაციის პროცესი ქვეყანას მკაცრი იზოლაციიდან გასვლის საშუალებას მისცემს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system