თავში

ისრაელი-ემირატების სამშვიდობო შეთანხმება 3 კვირაში ვაშინგტონში გაფორმდება

ისრაელი-ემირატების
ისრაელი-ემირატების სამშვიდობო შეთანხმება 3 კვირაში ვაშინგტონში გაფორმდება

ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი უახლოეს 3 კვირაში, ვაშინგტონში მოეწერება. ეს ვადები აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განსაზღვრა. მხარეებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ისტორიული შეთანხმება აშშ-ის შუამავლობით მოხდა.

"ვემზადები ძალიან მალე მათ მისაღებად ჩემთან, თეთრ სახლში, შეთანხმების ფორმალური გაფორმებისთვის. ჩვენ, ამას ალბათ, სამ კვირაში გავაკეთებთ", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის თაობაზე 13 აგვისტოს განაცხადა. „უზარმაზარი მიღწევა! ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს ორ დიდებულ მეგობარს - ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის!“ - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

არაბთა გაერთიანებული საემიროების განაცხადებით, შეთანხმება ისრაელის მხრიდან პალესტინური ტერიტორიების ანექსიის შეჩერებას ისახავს მიზნად. შეთანხმების თანახმად, ისრაელი მზადაა, შეაჩეროს თავისი სუვერენიტეტის გაფართოება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ანექსიად აფასებს. ნეთანიაჰუს თქმით, სუვერენიტეტის გაფართოება მხოლოდ აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციის პირობებში მოხდება.

არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის პირველი სახელმწიფოა, რომელიც დიპლომატიურ კონტაქტებს ამყარებს ისრაელთან და მსოფლიოში მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. 1979 წელს ისრაელმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია ეგვიპტესთან, 1994 წელს - იორდანიასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system