თავში

ისრაელი კოვიდინფიცირებულთათვის განკუთვნილ უკანასკნელ განყოფილებებს კეტავს

ისრაელი კოვიდინფიცირებულთათვის
ისრაელი კოვიდინფიცირებულთათვის განკუთვნილ უკანასკნელ განყოფილებებს კეტავს

ისრაელში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი უფრო და უფრო მცირდება. ქვეყანაში კორონავირუსისთვის განკუთვნილი უკანასკნელი ორი განყოფილება დაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას Ynetnews ავრცელებს.

პანდემიის პიკში, ჰადერის კლინიკაში სამი სპეციალური COVID განყოფილება იყო მოწყობილი, მაგრამ ბოლო დღეებში მხოლოდ 7 პაციენტი იყო დარჩენილი, ამიტომ ისინი საერთო დიაგნოსტირების ცენტრში გადაიყვანეს, განყოფილებები კი დაკეტეს. 

ბარუჰის სამედიცინო ცენტრმა ასევე დაკეტა კოვიდინფიცირებულთათვის განკუთვნილი ბოლო განყოფილება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ცენტრში მკურნალობდა პანდემიის დაწყების დროს პირველი დაავადებული პაციენტი. 

ცნობისთვის, ისრაელში ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Pfizer/BioNtech-თან კიდევ ერთი კონტრაქტი გააფორმა. ქვეყანა 2022 წელს ვაქცინების დამატებით 18 მილიონ დოზას მიიღებს.

ისრაელში სულ 2 100-მდე აქტიური შემთხვევაა დარჩენილი. ვაქცინა მოსახლეობის ნახევარზე მეტმა უკვე მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system