თავში

ისრაელი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ქსელს ხსნის

ისრაელი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ქსელს ხსნის
ისრაელი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ქსელს ხსნის

ისრაელი თანამოაზრე ქვეყნებისთვის საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ქსელს ხსნის, რომელიც მათ საფრთხეებთან ერთობლივ ბრძოლაში დაეხმარება. ამის შესახებ თელ-ავივის უნივერსიტეტში კონფერენციაზე Cyber Week ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელს სხვა ქვეყნებთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ათობით ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე აქვს, მაგრამ გლობალური კიბერფარი შექმნილია იმისთვის, რომ "ის რეალურ დროში ქსელის დაცვის შემდეგ დონეზე გადაიყვანოს".

გლობალური კიბერფარი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და ის ისრაელის Cybernet ონლაინ-თავდაცვის სისტემის საერთაშორისო ვერსია უნდა იყოს. ბენეტმა მოუწოდა ყველა თანამოაზრე-ქვეყანას, პროექტს შეუერთდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system