თავში

ისრაელის სასაზღვრო რაიონებზე შეტევისას 2 ადამიანი დაიღუპა

​ისრაელის სასაზღვრო რაიონებზე შეტევისას 2 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის სასაზღვრო რაიონებზე შეტევისას 2 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის ტერიტორიაზე, ღაზას სექტორის მიმდებარე ეშკოლის რაიონში შენობას რაკეტა მოხვდა. იერიშის შედეგად ორი 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. 7 პირი დაშავდა, რომელთაგან 1 მძიმე მდგომარეობაშია. ყველა მათგანი აშკელონში საავადმყოფოში გადაიყვანეს.   

პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტი მაისის დასაწყისში გამწვავდა. მაშინ ისრაელის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ იერუსალიმში რამდენიმე არაბული ოჯახის გასახლება დაიწყო, რამაც პალესტინელების მხრიდან არეულობები და პროტესტი გამოიწვია. 10 მაისს სიტუაციაში "ჰამასი" ჩაერთო, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 10 მაისიდან ღაზას სექტორიდან 3150 რაკეტა იყო გაშვებული, რომლიდანაც 460 თავად ანკლავში ჩამოვარდა. ამასთან, სამხედროების ცნობით, საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ "რკინის გუმბათი" ჭურვების 90 პროცენტი გაუვნებელყო.

16 მაისის მონაცემებით, ისრაელში ვითარების ესკალაციას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი დაიჭრა. ანკლავში აცხადებენ, რომ დაღუპულია 200-ზე მეტი პალესტინელი და 1,2 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system