თავში

ისრაელმა ეგვიპტის სამშვიდობო შეთავაზებაზე უარი განაცხადა

​ისრაელმა ეგვიპტის სამშვიდობო შეთავაზებაზე უარი განაცხადა
ისრაელმა ეგვიპტის სამშვიდობო შეთავაზებაზე უარი განაცხადა

ისრაელმა ეგვიპტის შუამავლობით ერთწლიან სამშვიდობო შეთანხმებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას Al Arabiya ავრცელებს. ქაიროს ინიციატივა ღაზას სექტორში ერთი წლის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა. პალესტინელებზე კონტროლისა და მათ მხრიდან ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობას ეგვიპტური მხარე აიღებდა. მოლაპარაკებები თელ-ავივში მიმდინარეობდა, სადაც ისრაელის წარმომადგენლებთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. მედიის ინფორმაციით, ქაირო ახლო მომავალში ისრაელთან გარკვეული მიმართულებებით თანამშრომლობის შეჩერებას აპირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system