თავში

ისრაელმა ჰამასის ობიექტები დაბომბა

​ისრაელმა ჰამასის ობიექტები დაბომბა
ისრაელმა ჰამასის ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზაში ჰამასის ობიექტები დაბომბეს. ქვეყნის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ეს იყო პასუხი "ცეცხლოვან" საჰაერო ბუშტებზე, რომლებმაც ისრაელის სამხრეთ ნაწილში ხანძრები გამოიწვია.

"მთელი ზაფხული ჰამასი ღაზადან ისრაელში ხანძრების განზრახ გაჩენის მიზნით საჰაერო ბუშტებს უშვებს. ჰამასის მხრიდან განახლებული თავდასხმების საპასუხოდ, დღეს ჩვენ იერიში მივიტანეთ იარაღის წარმოებაზე, რაკეტების გაშვების მოედანსა და გვირაბის შესასვლელებზე ღაზაში”, - აღნიშნულია ისრაელის არმიის განცხადებაში.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისრაელი ჰამასის ტერორისტულ ქმედებებზე მტკიცე რეაგირებას გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system