თავში

ისრაელში ფეხმძიმე ქალი გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად დაინფიცირდა

​ისრაელში ფეხმძიმე ქალი გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად დაინფიცირდა
ისრაელში ფეხმძიმე ქალი გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად დაინფიცირდა

ისრაელში კორონავირუსისა და გრიპის ერთდროულად დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელსაც „ფლურონი“ უწოდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გრიპითა და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირება დაუდგინდა ორსულ ქალს, რომელიც აცრილი არ იყო. ის თავს კარგად გრძნობს.

"მას გრიპისა და კოროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, როგორც კი ის ჩამოვიდა. ორივე ტესტი დადებითი იყო, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ის მეორედ გავაკეთეთ", - განაცხადა ბეილინსონის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა არნონ ვიჟნიცერმა.

გაზეთის ცნობით, ამ შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს. არ არის გამორიცხული, რომ პარალელური ინფიცირების სხვა შემთხვევებიც არსებობდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system